saqarTvelos uReltexilebi - mailis uReltexili
კოორდინატები | 42°42`37` ჩ. გ. 44°29`18` ა. გ. |
ქვეყანა | საქართველო, რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4400 მ |
ქედი | ხოხის ქედი |
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდით ხოხის ქედზე, მწვერვალებს მყინვარწვერსა და მაილს შორის, სიმაღლე ზღვის დონიდან 4400 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტს და ჩრდილოეთ ოსეთს, აგრეთვე გერგეტის, დევდარაკის, დენკარისა და მნის მყინვარებს (მდინარე თერგის აუზი).